ჯო ბაიდენი ჯეი დი ვანსზე – დონალდ ტრამპის კლონი – ვერ ვხედავ განსხვავებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ს ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯეი დი ვანსს დონალდ ტრამპის კლონი უწოდა.
”ტრამპის კლონი ამ საკითხებზე. ვერ ვხედავ განსხვავებას“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ნევადაში გაფრენამდე.
მოგვიანებით, მან NBC-თან ინტერვიუს დროს ამ თემაზე უფრო ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ჯეი დი ვანსს აქვს იგივე პოლიტიკა, რაც ტრამპს, როდესაც საქმე ეხება გადასახადებს, კლიმატის ცვლილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. „მან ხელი მოაწერა ტრამპის დღის წესრიგს“, – დასძინა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსი აირჩია.
ჯეი დი ვანსი არის 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2023 წლიდან უკავია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება