სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას – გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე

სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას – გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს და აღნიშნავს, რომ სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე.
ჩაკვეტაძის თქმით, ზემოთ ხსენებული კვლევით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.
„სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ჩატარებული საბაზისო კვლევით დასტურდება, რომ 474 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქტს:
51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებ.გვერდი;
62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო;
68%-ს – პროექტების დასახელება;
89%-ს – გრანტების ოდენობა;
80%-ს – პროექტის/გრანტის ვადა;
97%-ს – წლიური ანგარიში;
70%-ს – ინფორმაცია გუნდის შესახებ.
ამით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.
როდესაც რაიმეს მალავ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ეს საჯარო არ გახდეს. ასევე, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს არ იცავ, უხერხულიც კი არის, სხვას მიუთითო გამჭვირვალობაზე.
ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კანონიც.
კვლევის შესახებ:
ბმული 1
ბმული 2 – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ