ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია ჯეი დი ვანსი, სენატორი ოჰაიოდან

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, ს განცხადებით, 2024 წლის არჩევნებზე მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ოჰაიოელი სენატორი, ჯეიმს დევიდ – ჯეი დი – ვანსი.
“ხანგრძლივი განხილვისა და ფიქრის, და ბევრი სხვა [კანდიდატის] უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ პირი, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება -ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, არის სენატორი ჯეი დი ვანსი, ოჰაიოს დიდებული შტატიდან” – წერს ტრამპი თავისი სოციალური ქსელით Truth.
მიმდინარე კვირაში ვისკონსინში დაიწყო რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, იმ მღელვარების ფონზე, რომელიც მოსდევს შაბათს ტრამპის მკვლელობის მცდელობას. გავრცელებული მოლოდინით, რესპუბლიკური პარტია ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.
39 წლის ვანსს საჯარო თანამდებობა არ ჰქონია 2022 წელს სენატში არჩევამდე. ის არის ავტორი 2016 წელს გამოცემული ბესტსელერისა Hillbilly Elegy – მემუარის ჟანრის წიგნისა, რომელშიც იგი აღწერს თავის ბავშვობას სამხრეთდასავლეთ ოჰაიოში, სადაც ქარხნები და ფაბრიკები 1980-იან და 1990-იან წლებში დაიხურა და რეგიონს მწვავე ეკონომიკური პრობლემები შეექმნა. წიგნი, რომელიც ასევე ეხებოდა ვანსის სამსახურს არმიაში და ერაყში, 2020 წელს ფილმს დაედო საფუძვლად.
ვანსი წარსულში ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას. რამდენიმე თვის წინ მან New York Times-ში საავტორო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის დამტკიცების მთავარი წინაღობა არ იყო აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, როგორც ამას პრეზიდენტი აცხადებდა. “ს სჭირდება მეტი სამხედროები, ვიდრე ჰყავს, თუნდაც გაწვევის დრაკონული პოლიტიკის პირობებში. და მეტი აღჭურვილობა, ვიდრე აშშ-ის შეუძლია მიაწოდოს. უკრაინის მიმართ გატარებული ნებისმიერი პოლიტიკა მომავალში ამ რეალობით უნდა საზრდოობდეს” – წერდა ვანსი თავის სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ