დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეი დი ვენსი დაასახელა.
39 წლის ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია. აღნიშნულ თანამდებობას ვენსი 2023 წლიდან იკავებს.
2003 წლიდან, სკოლის დასრულების შემდეგ, 4 წელი მსახურობდა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში. 2009 წელს დაამთავრა ოჰაიოს უნივერსიტეტი, სადაც პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, 2013 წელს დაასრულა იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2017 წლიდან გახდა კომპანია Revolution LLC-ის საქმიანი პარტნიორი. Revolution მედია კონგლომერატ AOL-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც აშშ-ს ინდუსტრიული ობიექტების ეკონომიკურ გაჯანსაღებას ემსახურება.
ვენსი ავტორია ბესტსელერისა Hillbilly Elegy. წიგნის მიხედვით 2020 წელს რონ ჰოვარდმა იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
