“თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა” – გიორგი მიქაუტაძე

“ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
ქართველი სპორტსმენი საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ ულოცავს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზს.
ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს [საქართველოს ნაკრებს], თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა”, – წერს გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა – მიმდინარე წლის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6 ფეხბურთელი გახდა.
უეფას გადაწყვეტილებით, ოქროს ბუცი ყველა იმ ფეხბურთელმა მიიღო, ვისაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი.
ესენი არიან:
· გიორგი მიქაუტაძე – საქართველო;
· ჰარი კეინი – ინგლისი;
· კოდი გაკპო – ნიდერლანდები;
· ჯამალ მუსიალა – გერმანია;
· დანი ოლმო – ესპანეთი;
· ივან შრანცი – .

ასევე დაგაინტერესებთ