“ხანდახან მაჯარიმებენ, ამ ჯარიმას ვასაჩივრებ და ვიგებ სასამართლოში” – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე ამტკიცებს, რომ “ვეტინგის სისტემა საქართველოში განსასჯელების და მსჯავრდებულების ანგარიშსწორებაა”.
თადუმაძე აცხადებს, რომ მისი, ან მის ოჯახთან დაკავშირებული ქონება დეკლარაციაშია ასახული, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება.
საქართველოში ვეტინგი არის განსასჯელების და მსჯავრდებულების ანგარიშსწორება სასამართლოზე. მე ერთხელ ვთქვი უკვე, ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს ჩემი და კოლეგების შემოწმებას კეთილსინდისირების კუთხით ფიქრობს და გულისხმობს, რაღაც პერიოდის წინ ან ჩემი განსასჯელები იყვნენ, ან ჩემი მსჯავრდებულები. მე არაფერს ვმალავ, ყოველწლიურად ვავსებ დეკლარაციას, ყოვლეწლიურად მონიტორინგის ქვეშ არის ჩემი დეკლარაცია, ხანდახან მაჯარიმებენ კიდეც, შემდგომ ამ ჯარიმას ვასაჩივრებ და ვიგებ სასამართლოში. ყველაფერი, რაც ჩემს, ან ჩემი ოჯახის ქონებას უკავშირდება, ყველაფერი საჯაროა და ყოველწლიურად ქვეყნდება”, – ამბობს თადუმაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება