“ოქროს ბუცი კი არა, დერმატინის ბუცები ჰქონდათ სანატრელი, ჩვენი ქვეყნის უნიჭიერეს ბავშვებს” – ხერხეულიძე

პოლიტიკოსი, ეკა ხერხეულიძე:
ოქროს ბუცი კი არა, დერმატინის ბუცები ჰქონდათ სანატრელი, ჩვენი ქვეყნის უნიჭიერეს ბავშვებს. მინდორის ნაცვლად, ასფალტაყრილ შემოფარგლულ მიწის ნაგლეჯზე ვარჯიშობდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, იმ დაქცეულ ქვეყანაში,”უცბად”გამდიდრებული ტიპების “გარაჟის” კარებები ჰქონდათ გოლების გატანის ასპარეზი და სანამ თვითნებურად აღმართული ალაყაფის პატრონები გამოჩნდებოდნენ, ურტყამდნენ და ურტყამდნენ ბურთს გამეტებით, მოგების ჟინით ანთებულები, მაგრამ უპერსპექტივო თაობები. მიქაუტაძეს ეს უბედურება არ გაუვლია, ევროპაში გაიზარდა, მაგრამ, იმ მძიმე სახადგამოვლილი მშობლების შვილია და ასმაგად მახარებს, რომ შრომა და თავდადება დაუფასა უცხოეთში წარმატების მომლოდინე ოჯახს. ვინ იცის, რა გადაიტანეს უცხოეთში, მათ შვილს ფეხი ოქროს ბუცში რომ ჩაედგა ქართველმა ბომბარდირმა სამშობლოს და ჩვენ გატეხილი ქართულით და ევროპული სილაღით ოქროს ბუცი გვაჩუქა საქართველოს წარმატება ევროპაშია სხვა შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მადლიან მიწაზე, ნიჭი იბადება, შეუმჩნევლად ბერდება და უკვალოდ ქრება…

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება