მოსამართლემ ტრამპის მიმართ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება შეაჩერა

ფლორიდის მოსამართლემ -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება შეაჩერა.
მოსამართლე აილინ ქენონმა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალური საქმე განხილვაში არ მიიღო, რადგან მისი განმარტებით, დეპარტმენტის მიერ სპეციალური პროკურორის, ჯექ სმითის დანიშვნის პროცესში კონსტიტუციის მეორე, თანამდებობაზე დანიშვნის მუხლი დაირღვა.
ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმის მიხედვით, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც.
გასაჯაროებული ოქმიდან ირკვევა, რომ ტრამპის მიერ უკანონოდ შენახული დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, აშშ-სა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო მონაცემები, თავდაცვისა და იარაღის შესაძლებლობების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების შესახებ ანგარიშები, თავდასხმის შემთხვევაში, მობილიზაციის გეგმები.
ოქმის თანახმად, იკვეთება დოკუმენტებთან მიმართებაში ტრამპის უდიერი დამოკიდებულება. ისინი ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდის რეზიდენციაში შეუსაბამო ადგილებში იყო მიმოფანტული, როგორებიცაა სამეჯლისო ოთახი, აბაზანა, საძინებელი, საწყობი და საოფისე სივრცე.
“ყველას მოვუწოდებ, რომ სრულად გაეცნონ [ოქმს], რათა გაიაზრონ ბრალდებების მასშტაბი და სიმძიმე”. – აღნიშნა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ტრამპის საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ის ყველანაირად ეცდება, რომ სასამართლო პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართოს.
საქმე ეხება FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ასობით საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენას. 2022 წელს ტრამპის თანაშემწეებმა მთავრობას 222 კლასიფიცირებული დოკუმენტი გადასცეს. თუმცა, ტრამპის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის ჩხრეკის დროს, FBI-მ დამატებით 103 საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, 18 “სრულად საიდუმლოდ” კლასიფიცირებული დოკუმენტი ამოიღო.
მანამდე ტრამპის ადვოკატზე, დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია,რომ ყოფილ პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი 7 მუხლით წაუყენონ. ჯიმ თრასის თქმით, ტრამპისთვის ბრალი შესაძლოა ჯაშუშობის მუხლითა და გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და ყალბი ჩვენებების მიცემისთვის წარედგინათ.
ტრამპი აღნიშნულს სოციალურ მედია “Truth Social”-ში გამოეხმაურა.
“მე უდანაშაულო ვარ!”. – წერდა ტრამპი.