ნიკა ჩიტაძე – დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკამ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხელი შეუწყო

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკამ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ჩიტაძემ განიხილა -ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და ყურადღება გაამახვილა მის როლზე მსოფლიო პოლიტიკაში.
ექსპერტის თქმით, ს ადმინისტრაცია ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე იყო ორიენტირებული და მისმა ქმედებებმა ამერიკის საერთაშორისო ავტორიტეტი შეამცირა.
„თავის დროზე, აშშ-ში რესპუბლიკური პარტია ძალიან ხისტ დამოკიდებულებას ავლენდა ს ფედერაციის მიმართ, ამის ნათელი მაგალითია დიქსონის მიერ გატარებული პოლიტიკა, შემდგომში უკვე რონალდ რეიგანის მიერ გატარებული პოლიტიკა, როდესაც რეიგანმა შესაბამისი ზომები მიიღო იმისთვის, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასები დაცემულიყო და ამას მოეხდინა გავლენა საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ის არ არის პოლიტიკოსი, ის წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ მან პრეზიდენტად ყოფნის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა. პირველ რიგში, ის ერთ ქვაბში ხარშავდა ჩინეთსა და რუსეთს, ამ დროს, ჩინეთი ნაკლები საფრთხეა მსოფლიო პოლიტიკისთვის, ვიდრე რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ რბილი ძალის პოლიტიკას ახორციელებს საკუთარი გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გავლენის გასაძლიერებლად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური პეკინი არ ემუქრება სხვა რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განსხვავებით რუსეთისგან. მაგრამ ტრამპმა ორიენტაცია აიღო ჩინეთზე, შედეგად მოხდა ის, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა შემცირდა დაახლოებით 13%-ით და ამან ხელი შეუწყო ჩინეთსა და რუსეთს შორის დაახლოების პროცესს. რომ არა ტრამპის მიერ გატარებული ანტიჩინური კამპანია, შეიძლებოდა, ჩინეთისა და რუსეთის ალიანსი არ შემდგარიყო. ზუსტად ჩინეთთან ურთიერთობა ეხმარება რუსეთს, რომ სანქციებს თავი დააღწიოს. ტრამპს ხელი უნდა შეეწყო, რომ ჩინეთი მეტად ყოფილიყო ინტეგრირებული დასავლურ სამყაროსთან.
დონალდ ტრამპის კიდევ ერთი შეცდომა დაკავშირებული იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან. აქაც, ამერიკას ხელი უნდა შეეწყო, რომ ირანი ბევრად ლოიალური ყოფილიყო დასავლეთის მიმართ. შესაძლებელი იყო სანქციების შემსუბუქება, სამაგიეროდ, ირანის ბირთვული პროგრამა ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე, ნავთობისა და გაზის ექსპორტი განხორციელებულიყო ევროკავშირის ბაზარზე და ირანი ევროპასთან და ამერიკასთან თანამშრომლობის განვითარებით უფრო მეტად დაინტერესდებოდა. დღეს შედეგი ისაა, რომ ირანი აწვდის დრონებს რუსეთის ფედერაციას. ჩინეთი კი ზრდის ვაჭრობას რუსეთთან. ასევე ვიცით, რომ ტრამპის დროს იერუსალიმი იქნა აღიარებული, როგორც ს სახელმწიფოს დედაქალაქი. ამ ქმედებამაც შეამცირა ამერიკის საერთაშორისო ავტორიტეტი.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს ტრამპის ადმინისტრაციის დროს თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა და 800 მილიარდს გადააჭარბა. 2018 წელს 3,2%-ით გაიზარდა აშშ-ის ეკონომიკა, მისი მმართველობა ორიენტირებული იყო შიდა პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ