“სად მქონდა იმდენი გამბედაობა, რომ მეთქვა: – ბიჭო, შენ გელოდებოდი…” – ბელა ალანია

საღამოდან დაბრუნებულს სახლში არავინ დამხვდა. ხომ არის დღეები, როცა გგონია თუ გეჩვენება, რომ კარგად გამოიყურები. მინდოდა, შალვას ვენახე ასეთ ფორმაში. ჰოდა, მისაღებ ოთახში სავარძელში მივკალათდი. ფეხსაცმელიც არ გამემეტა გამოსაცვლელად. ვზივარ მოთმინებით და ველოდები. შიგადაშიგ სარკისკენ გამექცევა თვალი. თმა წესრიგშია, თუჩსაცხიც არ გადამსვლია. ამასობაში მოვიდა დაკო: – რა კარგად გამოიყურები, სტუმარს ელოდები? – არაა, დამეზარა გამოცვლა. დაკოს მოჰყვა ბექა: – დე, გიხდება ეს კაბა! ვინმეს ელოდები? – გმადლობ, ბექ! არაა, დამეზარა გამოცვლა. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა და კარი გავუღე თუ არა, შალვამ მითხრა: – როგორ გიხდება! სტუმარი გვყავს თუ ელოდები? – არა! სტუმარს არ ველოდები. დამეზარა გამოცვლა. ვთქვი და გამეცინა ჩემს თავზე. ორი საათი რომ ასე, თოჯინასავით გამოწყობილი ვიჯექი. წამში გავიძრე ქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩავიცვი პირსახოცის ხალათი და ფაჩუჩები, მღვდელი ჭილოფში იცნობაო, კომპლიმენტმაც არ დააყოვნა. (ეგ არ ავიწყდება). აბა სად მქონდა იმდენი გამბედაობა იმისათვის, რომ მეთქვა: – ბიჭო, შენ გელოდებოდი, რომ ამ ლამაზ კაბაში მოგწონებოდი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი