“რეალში რონალდუს ჩრდილში იყო და ნაკრებში მესის – დიდი კაცი წავიდა სანაკრებო ფეხბურთიდან!” – ყურაშვილი

დღეს დიდი კაცი წავიდა სანაკრებო ფეხბურთიდან!
ლეგენდა კაცი – ანხელ დი მარია! კაცი clutch player-ი! კაცი, რომელიც ფინალებისთვის იყო დაბადებული. რომ არა დი მარია, საკითხავია, ბოლო 20 წელიწადში, არგენტინას რამე ტიტული საერთოდ ექნებოდა თუ არა. ჯერ კიდევ 2008-ის ოლიმპიადიდან მოყოლებული, სადაც მისი ერთადერთი გოლით მოიგო მესიმ პირველი ტიტული ნაკრებში. და შეიძლება ეს ყოფილიყო უკანასკნელიც, რომ არა ისევ დი მარია, 13 წლის თავზე და ისევ ერთადერთი გოლით ბრაზილიასთან ფინალში, მარაკანაზე, 2021 წელს. და პირველი სერიოზული ტიტული არგენტინისთვის, 28 წლის განმავლობაში. მერე იყო “ფინალისიმა” იტალიასთან, სადაც კიდევ გაიტანა. მერე იყო მსოფლიო, სადაც გამოვიდა ფინალში და ისევ გაიტანა (ვინ იცის, 2014-ის ფინალში რომ გვყოლოდა გერმანიასთან, იქნებ…)! იცოდი, რომ დასარტყმელ პოზიციაზე თუ გავიდოდა, არგენტინელების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, ფაფხურს არ დაიწყებდა და ცივსისხლიანად შეასრულებდა (მარტო ბრაზილიასთან გოლი რად ღირს – მშვიდად, თავზე რომ გადაუგდო ედერსონს). ხო ყველაფერს მიაღწია, ხო ყველაფერი მოიგო, მაგრამ მაინც დაუფასებელი კაცია. იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე გულშემატკივრების უმრავლესობა თვლის. რეალში რონალდუს ჩრდილში იყო და ნაკრებში მესის. არადა, კიდევ ერთხელ: რომ არა დი მარია, ლეოს საერთოდ ან ექნებოდა სანაკრებო ტიტული ან არა. დღეს დილითაც, 117 წუთი ითამაშა, ბეზოხერხით მორბენალ კოლუმბიელებთან და მხოლოდ მას შემდეგ გავიდა მინდორიდან, რაც ლაუტარომ გაიტანა. სხვათა შორის, მისი ნაკრებში გამოჩენიდან პირველი ფინალია, სადაც დი მარიამ ვერ გაიტანა და არგენტინამ მაინც მოიგო.
მადლობა ყველაფრისთვის, ანხელიტო!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი