ჩეჩნეთში, სოფელ ბაშინ-კალისთან, მშენებლობაზე რამდენიმე გაზის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 26 ადამიანი.
რუსული დამოუკიდებელი Telegram არხების ცნობით, მშენებლობაზე აფეთქდება შედუღების სამუშაოების ჩატარებისას მოხდა.
დაშავებულთაგან 15 საავადმყოფოშია, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.




