მოსკოვის სასამართლომ უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატს 7 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ს არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 15 ივლისს დაუსწრებლად 7 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატს, ელენა კოტენოჩკინას. იგი კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატი იყო.
2022 წლის მარტში, ერთ თვეზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა ში, კოტენოჩკინა კოლეგასთან, ალექსეი გორინოვთან ერთად გამოვიდა წინადადებით, გაუქმებულიყო ბავშვებისთვის განკუთვნილი საჯარო ღონისძიებები, რადგან უკრაინაში ბავშვებს და სამოქალაქო პირებს ხოცავდნენ.
ამის შემდეგ ორივეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – კოტენოჩკინამ რუსეთი დატოვა, გორინოვი კი დააპატიმრეს, გაასამართლეს და შვიდი წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება – ასეთი ტენდენციები, არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს