“გუშინ ბავშვებმა დასცეს 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გუნდი” – გოცირიძე

დეპუტატი, :
როდესაც ესპანეთთან თამაშისას ბურთის ფლობის უპირატესობა ჩვენს გუნდთან იყო 72 პროცენტი 28-სთან შედარებით ესპანელების სასარგებლოდ, ეს გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდა მაშინ. ზუსტად იგივე განმეორდა გუშინ ინგლისთან თამაშისას პირველ 25 წუთში. ინგლისს ბურთი ჩამოართვეს. მეორე ნახევარში ოდნავ გამოასწორა ინგლისმა, რადგან აგებდა და გოლი გასატანი ჰქონდა.
როგორ აღწევს ასეთ საოცარ შედეგს ესპანეთი მრავალი წლის განმავლობაში ბურთის კონტროლის მხრივ? ეს არის ის სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ბავშთა ფეხბურთით დაწყებული, ასაკობრივი ნაკრებებით გაგრძელებული და ეროვნული ნაკრებით დამთავრებული. ესპანეთის ეს ნაკრები ახლოსაც ვერ მივა გვარდიოლას ბარსელონასთან. გვეგონა, რომ ეს სტილი უნიკალური მოთამაშეების წყალობით იქნა მიღწეული ბარსელონაში. აგერ, ინგლისთან შედარებით არც თუ ისე ძვირადღირებულმა ესპანელმა ფეხბურთელებმა( მათ შორის შეცვლაზე შემოსულმა ნაკლებადცნობილებმა) ფაქტობტივად ბურთი დაუმალეს ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა გამოკითხვით ჩემპიონატის მთავარ ფავორიტ გუნდს. მრავალი წელი დასჭირდა გვარდიოლას, რომ მანჩესტერ სიტი ბურთზე კონტროლის დომინანტ გუნდად ექცია. ასეთი ვარსკვლავების მქონე ინგლისის ნაკრებში ეს ვერ მოხერხდა. არავის ჩამოუვარდებოდნენ ტექნიკით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები. ბურთზე დომინანტური კონტროლისათვის მხოლოდ ტექნიკა არაა საკმარის( თუმცა აუცილებელია), საჭიროა სისტემა( მოძრაობაა მისი მთავარი კომპონენტი), რომელიც ბავშვობიდან სისხლში აქვთ გამჯდარი ესპანელებს. გუშინ ბავშვებმა დასცეს 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გუნდი.
საინტერესო მსოფლიო ჩემპიონატი გველის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი