ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნას ატარებენ

ჩინეთისა და ს საზღვაო ძალებმა 14 ივლისს სამხრეთ ჩინეთში დაიწყეს ერთობლივი საწვრთნელი ვარჯიში – იუწყება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua. წვრთნა ტარდება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ნატოელმა მოკავშირეებმა პეკინს უწოდეს ში მიმდინარე ომის “გადამწყვეტი ხელშემწყობი”.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო მოკლე განცხადებაში ამბობს, რომ ორივე მხარის ძალებმა ახლახან განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთისა და ჩრდილოეთის არეალების პატრულირება და რომ მიმდინარე ოპერაციას კავშირი არ აქვს საერთაშორისო ან რეგიონულ სიტუაციებთან და არც რომელიმე მესამე მხარეს მიემართება.
Xinhua იუწყება, რომ ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს სამხედრო სიმულაცია და ტაქტიკური კოორდინირების სავარჯიშოები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება – ასეთი ტენდენციები, არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს