დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი დევიდ ლამი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი, დევიდ ლამი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის პრემიერმინისტრ ს და ს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ლამიმ პრესკონფერენციაზე ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და მხარეებს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“მე აქ ვარ ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად. ბოლო თვეებში დაკარგული სიცოცხლეები…შემაძრწუნებელია. ეს უნდა შეწყდეს” – თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დევიდ ლამიმ.
დევიდ ლამიმ ასევე მოუწოდა ჰამასს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისრაელიდან გატაცებული მძევლები და ხელი არ შეუშალონ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას.
ისრაელის ლიდერების გარდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი 14 ივლისს ასევე შეხვდა პალესტინის წარმომადგენელს მოჰამად მუსტაფას. დევიდ ლამი ასევე შეხვდა ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებს.
ეს დევიდ ლამის პირველი ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც ის თავდაცვის მინისტრი გახდა. დიდ ბრიტანეთში ახალი მთავრობა 4 ივლისს აირჩიეს და მინისტრთა კაბინეტი ლეიბორისტულმა პარტიამ დააკომპლექტა.