თბილისის დინამოს 15 წლის ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

მოგეხსენებათ, თბილისის დინამო კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონტენეგროს მორნარ ბარს ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში თბილისელთა მხრიდან მონაწილეობა მიიღო საბა ხარებაშვილმა, რომელიც 15 წლის და 10 თვისაა – ამ მაჩვენებლით, საბა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე ითამაშა.

ცნობისთვის, ქართველმა დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელის, იუსუფა მუკოკოს შედეგი გააუმჯობესა, ის 16 წლის და 18 დღის იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.