ვიქტორ ორბანმა თავისი „სამშვიდობო გეგმა“ ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ში, ს ფედერაციასა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებს თავისი „სამშვიდობო მისიის“ შედეგები და ბუდაპეშტის „სამშვიდობო გეგმა“ გააცნო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაჟ ორბანმა გამოცემა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ორბანის გეგმა ახლა ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა“.
ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევსა და მოსკოვში მოგზაურობის შედეგად ცხადი გახდა, რომ უკრაინა და რუსეთი ძალიან მტკიცედ არიან ბრძოლისთვის განწყობილი.
„გარე შუამავლების ჩარევის გარეშე, ჩვენ, სამწუხაროდ, უახლოეს თვეებში ძალიან მძიმე ნგრევას ვიხილავთ“, – დასძინა მან.
ბალაჟ ორბანის თქმით, აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები პოტენციურ შუამავლებთან: ჩინეთთან, თურქეთთან და დონალდ ტრამპთან.
„მაგრამ ევროპელები და -ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ომის გაგრძელების მომხრეები არიან. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს მოლაპარაკებების, სამშვიდობო მისიის პირველი ეტაპის შედეგებსა და უნგრეთის წინადადებებზე მისწერა. თუ ევროპას სურს მშვიდობა და სურს ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა ომის პრობლემის მოგვარებასა და სისხლისღვრის დასასრულებლად, მან ახლა უნდა განავითაროს და განახორციელოს მიმართულების ცვლილება“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთს შეუძლია „სერიოზული როლი ითამაშოს შუამავლობის თვალსაზრისით“.
„უნგრეთი არის უნარიანი შუამავალი, როგორც ბოლო ორმა კვირამ აჩვენა, და ახლა ჩვენი ამოცანაა, გავაერთიანოთ ეს ახალი მიდგომა და შევეცადოთ დავარწმუნოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ს გეგმაში“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ