ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

Galt&Taggart-ის 8-14 ივლისის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წინა კვირასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.28% წინა კვირასთან შედარებით და +17.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 660 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.50 – 44.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 133 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.90% წინა კვირასთან შედარებით და +15.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 392 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.40 – 29.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 122 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.81% წინა კვირასთან შედარებით და +29.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 743 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.28 – 10.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ