დანაკარგებზე ყოფილი აზოვსტალელის ჩივილის შემდეგ, სირსკი 59-ე ბრიგადას შეამოწმებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლეკსანდრს სირსკიმ 59-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში სამუშაო ჯგუფის გაგზავნის ბრძანება გასცა. მიზანი ქვედანაყოფის რიგებში სამხედროების ბოლოდროინდელი დანაკარგების გარემოებების გარკვევაა.
“იაკოვ განძიუკის სახელობის 59-ე ცალკეულ მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადაში ვითარების შესამოწმებლად და მცირე ხნის წინ პერსონალის დანაკარგების გარემოებათა გასარკვევად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიიღო გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის ზონაში გაგზავნოს კომპლექსური სამუშაო ჯგუფი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამართალდამცავი სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით.” – წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
აქამდე, აზოვსტალის ყოფილმა მცველმა და ს ტყვეობაგამოვლილმა პარამედიკოსმა, ეკატერინა პოლიშჩუკმა (ზედმეტსახელად პტაშკა) საკუთარ Instagram-გვერდზე უკრაინის პრეზიდენტ ს მიმართა და სთხოვა 59-ე ბრიგადის მეთაურის, ბოგდან შევჩუკის სამუშაო შემოწმება ჩაეტარებინათ.
“რადგან შევჩუკის ხელმძღვანელობით ათასობით სამხედრო მოსამსახურე კვლავ რჩება საბრძოლო დავალებების ზონაში, გთხოვთ, ბატონო უმაღლესო მთავარსარდალო, ყურადღება მიაქციოთ და ჩაატაროთ სამსახურებრივი შემოწმება შემდეგ ფაქტებთან დაკავშირებით: დანაშაულებრივი ბრძანებები, განზრახ დაუდევრობა, პერსონალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უგულებელყოფა, ქმედებები, რომლებმაც დიდი რაოდენობით სამხედროს სიკვდილი გამოიწვია, მათ შორის, მაღალი ხელმძღვანელობის, ეგოიზმი, ბრმა კარიერიზმი, ყველა “შეუთანხმებელი” მეთაურის გათავისუფლება, საბრძოლო სულისკვეთების ჩახშობა და საბრძოლო შემადგენლობის დამცირება.” – წერდა პოლიშჩუკი.
პარამედიკოსი ასევე წერდა, რომ იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა გუნდთან თანამშრომლობა შევჩუკის “არაადამიანური და არაპროფესიონალური დამოკიდებულების” გამო. მან ზელენსკის სთხოვა, რომ მიეღო ზომები და მნიშვნელოვანი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისგან გაეთავისუფლებინა მეთაური, რომელიც “არაა დაინტერესებული პერსონალის შენარჩუნებით, დავალებების შესრულებითა და გამარჯვებით”.