ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია – იენს სტოლტენბერგი

„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საკითხზეც ისაუბრა.
„ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ნატო დარჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ალიანსად, მაგრამ ჩვენი გამოწვევები გლობალურია, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი