გივი მიქანაძე – გიორგი გახარია ხედავს, რომ მის გუნდს შანსი არ აქვს 5%-იანი ბარიერი გადალახოს – ღიმილისმომგვრელია გარემოება, რომ ის საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე

გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს – ღიმილისმომგვრელია გარემოება, რომ ის საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს“.
„გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და თუნდაც მინიმალურად იყოს წარმოდგენილი მე-11 მოწვევის პარლამენტში. მეორეს მხრივ, გარკვეულწილად ღიმილისმომგვრელია ის გარემოება, რომ გიორგი გახარია საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე. „ლელოსთან“, რომელსაც ხელმძღვანელობს და რომელთანაც მას რამდენიმე წლის წინ, საჯაროდ, ღიად ჰქონდა ისეთი დაპირისპირება, რომ პირად შეურაცხყოფაზე და პირად დაპირისპირებაზე გადაიზარდა ეს ყველაფერი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს. ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულად, არანაირი პრინციპი და თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. მზად არიან, რომ ყველანაირი დაპირისპირება, რომელიც საჯაროდ ყველასთვის ცნობილი იყო, აბსოლუტურად დაივიწყონ და ახლა გაერთიანდნენ იმისათვის რომ რამდენიმე ადგილი მოიპოვონ მე-11 მოწვევის პარლამენტში”, – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ