პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ ზურაბიშვილს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები კი, 18-19 ივლისს გაიმართება.
რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტი ახალ გენერალურ პროკურორს აირჩევს. ასევე დაგეგმილია პირველი მოსმენით “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის და რამდენიმე სხვა პროექტის განხილვა და მიღება.
“რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე სგან დადებითი პასუხის მისაღებად 48-საათიანი ვადაა. იმ შემთხვევაში თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, სხდომას მე ჩავნიშნავ. ასე რომ, 18 ივლისს, 12:00 საათზე პლენარული სხდომა ყველა შემთხვევაში გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის