მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, ვალენტინ ნალივაიჩენკოს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ალექსანდრე ლიტვინენკოს ომის დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, – ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სასამართლომ განიხილა გამოძიების შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 356 მუხლით (ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება) ბრალდებული ალექსანდრე ლიტვინენკო და ვალენტინ ნალივაიჩენკოს წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აირჩია“, – აცხადებენ სასამართლოში.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრალდებულების რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის, ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოსა და ვალენტინ ნალივაიჩენკოზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს