რეზი ხარაზი – აჭარაში ნეპოტიზმი და კორუფციაა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, აჭარაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს.
მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ნეპოტიზმი და კორუფციაა.
„ნეპოტიზმი, კორუფცია და მისგან გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია აჭარის მთავრობასთან და პირადად ივანიშვილ-რიჟვაძის არასწორ და ამავდროულად, ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პოლიტიკასთან. ჩვენ, ერთის მხრივ ვხედავთ, თუ როგორ მდიდრდებიან რეგიონში თანამდებობის პირები, როგორ იწყობენ საკუთარ ბიზნესებს, როგორ ასაქმებენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოება ყოველდღიურად აწყდება უკიდურეს გაჭირვებას, გაზრდილ ფასებს… 12 წლის განმავლობაში ჩვენ “ოცნების ქალაქში” ვუყურებდით ხელისუფლების უუნარობის შედეგად შიმშილის ზღვარზე მყოფ ბავშვებს. დღეს, 2024 წელს, “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის გამო, მშობლები იძულებული არიან მცირეწლოვანი შვილები მძიმე სამუშაოზე წაიყვანონ სამუშაოდ არა მარტო აქ, ადგილზე, არამედ საზღვარგარეთ და ამის მაგალითია ტრაგიკულად დასრულებული ბოლო შემთხვევა ბათუმში. 26 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე, როცა ერთობით – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში მცხოვრებ თითოეულ მაცხოვრებელთან ერთად შეუძლია დაასრულოს ივანიშვილის ეს მახინჯი სისტემა”, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით