გივი მიქანაძე – გიორგი გაბიტაშვილს უმწიკვლო რეპუტაცია აქვს – მმართველი გუნდი, მიმდინარე კვირას, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას

მმართველი გუნდი, მიმდინარე კვირას, დიდი ალბათობით პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან განმარტა, გიორგი გაბიტაშვილი წლებია, რაც პროკურორია და უმწიკვლო რეპუტაცია აქვს.
„გიორგი გაბიტაშვილი მაღალი დონის პროფესიონალია. ამაში ჩვენ და მთელი საზოგადოება დავრწმუნდით მაშინ, როდესაც საჯაროდ, უპრეცედენტო ღიაობით მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი. მართლაც ვნახეთ, რომ კანდიდატურა, რომელიც საპროკურორო საბჭომ შეარჩია, უკონკურენტო იყო. მისი პასუხები, პოზიციონირება შეესაბამება მხოლოდ პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, მის ცოდნას, გამოცდილებას. სწორედ ასეთ კადრზე ხდება აქცენტირება. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება აპოლიტიკური იყო, არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს მისსა და სახელისუფლებო შტოსთან ან წარმომადგენელთან კავშირზე. ამ კომპონენტებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით