არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო

კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია დამატებით დროში 1:0 ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო.
მატჩი მაიამიში ჩატარდა. შეხვედრის დაწყების წინ რამდენიმე ინციდენტი იყო, გულშემატკივრები სტადიონზე დროულად შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც თამაში დაგვიანებით დაიწყო.
ორივე გუნდი მატჩის მიმდინარეობისას ბევრს ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. 66-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა და მოედანზე ნიკო გონსალესი შევიდა.
საბოლოოდ, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებითი დროის პირველ ტაიმში შეხვედრაში „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ჩაერთო, რომელმაც 112-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსოს გადაცემით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გახლდათ მისი მეხუთე გოლი ამ კოპა ამერიკაზე, რითაც მარტინესი ტურნირის ბომბარდირი გახდა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე