ესპანეთის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში გამარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.
ფაქტები
· ესპანეთის არც ნაკრები და არც კლუბი 2001 წლიდან მოყოლებული დიდი ტურნირის ფინალში არ დამარცხებულა.
· ესპანეთმა მეოთხედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ეს რეკორდია. ევროპა სამჯერ აქვს მოგებული გერმანიას.
· ინგლისი და ესპანეთი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გარეტ საუთგეიტი მაშინ ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. ინგლისმა მატჩი პენალტების სერიაში მოიგო (4:2).
· ესპანელთა მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მოგებული აქვს 19-წლამდელთა, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები და ახლა უკვე – ევრო 2024.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე