ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გამწვავდა, დამშვიდების დროა – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, სადაც დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე და -ში პოლიტიკური ძალადობის მიუღებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გამწვავებულია და ახლა დამშვიდების დროა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო დონალდ ტრამპზე თავდასხმა. ბაიდენმა თქვა, რომ ეს თავდასხმა ყველასთვის ნიშანია, რომ ერთი ნაბიჯით უკან დახევაა საჭირო.
“ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ძალადობა ნორმალიზდეს. პოლიტიკური რიტორიკა ამ ქვეყანაში ძალიან გამწვავებულია და დამშვიდების დროა. ძალადობა არასდროს ყოფილა პასუხი” – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ამერიკაში ადამიანები ერთმანეთს შორის განსხვავებებს საარჩევნო ყუთებთან გამოხატავენ და არა ტყვიებით. ბაიდენმა ყველა ამერიკელს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ ძალისხმევა, გაიხსენონ, რომ ისინი მეზობლები არიან და ამერიკა სიძულვილისთვის ნავსაყუდელი არ უნდა იყოს.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ს მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.