ედგარს რინკევიჩსი – უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წესდების მე-5 მუხლია

ნატო-ს სამიტი წარმატებული იყო უკრაინისთვის, რადგან მან მიიღო ოფიციალური დადასტურება ალიანსისკენ მიმავალი გზის შეუქცევადობისა და მოკავშირეების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულების გაზრდის შესახებ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტიაა და მიაჩნია, რომ მოკავშირე ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერისა და სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების კომპაქტის ხელმოწერის მიუხედავად, ს უსაფრთხოების რეალური გარანტია არ მიუღია. „კომპაქტი უკრაინელ სამხედროებს დიდ მხარდაჭერას, იარაღს და წვრთნას სთავაზობს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის [ნატო-ს წესდების] მე-5 მუხლი“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.
ამასთან, მან დაასახელა პირობები, რომელიც კრემლს აიძულებს, მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძიება დაიწყოს. პირველ რიგში, ეს არის უკრაინისთვის ყველა საჭირო იარაღის მიწოდება; მეორე, მის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა; მესამე, დასავლეთის მიერ ს ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გაგრძელება; მეოთხე ნაბიჯი კი არის სამართლებრივი ვალდებულებები უკრაინის მიმართ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით.
„თუ რუსეთის ფედერაცია დაინახავს, რომ წარმატებულები ვართ, ის მშვიდობის ძებნას დაიწყებს“, – აღნიშნა რინკევიჩსმა და დასძინა, რომ ამჟამად რუსეთი არ არის დაინტერესებული, ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება შეუძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით