ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალში, რომელიც ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.
მატჩის 47-ე წუთზე ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა გოლი გაიტანა და ესპანეთი ანგარიშით 1:0 დააწინაურა. 73-ე წუთზე ინგლისმა პალმერის გოლით გაათანაბრა ანგარიში. ხოლო 86-ე წუთზე ოიარსაბალმა ესპანეთის ნაკრებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა და ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეოთხედ (1964, 2008, 2012, 2024) გახდა.
ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ თამაშობდა. ინგლისმა ევრო 2020-ზე ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით