ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის ახლობლებს ესროლეს

ცხინვალში კვირას სროლა იყო. „ეხო კავკაზას“ ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევა თბილისის დროით შუადღეზე მე-12 სკოლის წინ მოხდა. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დისშვილებს, სერგო და ლევ კაბისოვების. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის (ალან გაგლოევის) ძმა, ალიკ გაგლოევიც მონაწილეობდა.
ორივე ძმა კაბისოვი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილობრივი მედია ამ ფაქტზე დიდ ხანს დუმდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია პაბლიკებში გამოჩნდა, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ოფიციალურ პრესაშიც გამოჩნდა.

ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტის ყველა გარემოების დასადგენად. ალან გაგლოევმა დაავალა სეპარატისტულ სტრუქტურებს, რაც შეიძლება მალე დაადგინონ და სამართალს წარუდგინოს სროლაში მონაწილე პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით