განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია – არჩილ თალაკვაძე

“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ვის აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მანდატს, საზოგადოების ნდობას პასუხისმგებლობით ეკიდება,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც, “მინისტრის საათის” ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.
არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.
“რის გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” განათლების სფეროში საზოგადოებასთან ერთად? პირველ რიგში, ჩვენ გვერდით დაუდექით ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ფინანსური ტვირთი. ისევე როგორც ჯანდაცვა დაუბრუნდათ მოქალაქეებს, ისევე როგორც დაუბრუნდათ უსაფრთხოება და ევროპული პერსპექტივა, ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დააფინანსა სახელმძღვანელოები, რომლებიც მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა ოჯახებისთვის. 2 ათასზე მეტ სკოლაში დღეს მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ ნაყიდ სახელმძღვანელოებს იღებენ. ჩვენ დავხარჯეთ მეტი ფული ტრანსპორტისთვის, რათა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს ურთულდებოდათ საკუთარი შვილების სკოლებში მიყვანა, სახელმწიფომ დანიშნა ტრანსპორტი. ჩვენ სრულად დავაფინანსეთ და ოჯახებისთვის უფასო გავხადეთ სკოლამდელი განათლება. სერიოზული რეფორმა დავიწყეთ პროფესიულ განათლების კუთხით და განათლების სფეროს ბიუჯეტი ოთხჯერ გავზარდეთ, რაც მიუთითებს თუ რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევს ხელისუფლება განათლების სექტორს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მასწავლებლების ხელფასები გავზარდეთ და ასევე დიდი რესურსი დავხარჯეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.
დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ – საკმაოდ მშვიდი, საქმიანი დღე იყო. ის რომ ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან და არავინ დარჩა ნიშნავს, რომ ამ სფეროში ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია და არ აქვს ერთი მიზეზით – იმიტომ კი არა, რომ არაფერი აღარ არის გასაკეთებელი ამ სფეროში, იმიტომ რომ ვერ ხედავენ პოლიტიკური ქულების პოპულიზმით დაწერის შესაძლებლობას. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, წარმატებები განათლების სამინისტროს, სამინისტროს გუნდს მინისტრის ხელმძღვანელობით,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს