ილონ მასკთან თანამშრომლობა Dell Technologies (DELL)-ის აქციების ფასს გაზრდის

ილონ მასკის გახმაურებულმა ინიციატივამ, შესაძლოა Dell Technologies (DELL)-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდოს. როგორც ცნობილია, Dell Technologies (DELL) ელონ მასკის ს სტარტაპ კომპანიას სუპერკომპიუტერის აშენებაში დაეხმარება. ფაქტი კი, თავის მხრივ, ინვესტორებს სტიმულს აძლევს.ანალიტიკოსების აზრით, Dell Technologies (DELL) სერვერის ინფრასტრუქტურის წამყვან პროვაიდერად ყალიბდება.
ილონ მასკმა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, AI-ზე ორიენტირებული კომპანია, სახელად xAI დააარსა. xAI ამჟამად Grok-ს, იგივე AI ჩეთბოტს ავითარებს, რომელიც OpenAI-ის ChatGPT-ს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.
Dell Technologies (DELL)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ დელმა აღნიშნა, რომ საქმეში Nvidia-სთან ერთად ჩაერთო და ორივე ერთად, ილონ მასკის ინიციატივის მხარდაჭერას ემსახურებიან.მასკმაც მაშინვე დაადასტურა, რომ AI-სუპერკომპიუტერის ნაწილზე ნამდვილად Dell Technologies (DELL) იზრუნებს.ექსპერტები ფიქრობენ, რომ Dell Technologies (DELL)-ის მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების განვითარებაზე გადასვლამ შესაძლოა 2024 წელს მისი შთამბეჭდავი პერსპექტივა დასახოს, რაც მას პოტენციურად მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.
ანალიტიკოსების აზრით, მასკსა და xAI-თან საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, აამაღლებს Dell Technologies (DELL)-ის რეპუტაციას და იმ ინვესტორებს მოიზიდავს, რომლების ჯერაც მხოლოდ განიხილავდნენ კომპანიაში დაბანდებას.
წყარო:businessinsider.ge