მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში – ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა

უიმბლდონის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ლეგენდარულ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:2; 6:2; 7:6 დაამარცხა. ახალგაზრდა ესპანელმა აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
21 წლის და 70 დღის ასაკის კარლოს ალკარასი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემი მეოთხედ მოიგო. იგი ამ მიღწევით ლეგენდარულ ბორის ბეკერს, ბიორნ ბორგსა და მატს ვილენდერს შეუერთდა.
ალკარასის მოგებული დიდი სლემები: -ის ღია პირველობა 2022, უიმბლდონი 2023, როლან გაროსი 2024, უიმბლდონი 2024