მედია – ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო – ცეცხლი ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.
როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.
„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, – წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით “საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები” მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე