რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმაცხადა, რომ მისმა ბომბდამშენმა სუ-34-მა 3-ტონიანი ბომბი FAB-3000-ი ჩამოაგდო უკრაინის ტერიტორიაზე, „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილზე“.
ბომბის სროლის მომენტი რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოზეა ასახული.
რუსი პილოტი ვიდეოში ტრაბახობს, რომ “ძნელი წარმოსადგენია ისეთი სამიზნე, რომლის განადგურებასაც ასეთი ნომინალური მასის საჰაერო ბომბი შეძლებდეს.“
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ამ კვირის დასაწყისიდან (8-14 ივლისი), რუსულმა ჯარებმა გამოიყენეს 700-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 170-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი თვითმფრინავი და თითქმის 80 რაკეტა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ.
“ამ ბოროტების მასშტაბს უნდა შეესაბამებოდეს სიცოცხლის დაცვის გადაწყვეტილებათა მასშტაბებს. თითოეულ პარტნიორს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ სიტუაციაზე, შეუძლია გააძლიეროს ჩვენი დაცვა ტერორისგან”, – წერს ტელეგრამის არხში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთის არმიამ ივლისის დასაწყისში კიდევ უფრო გააძლიერა საავიაციო და სარაკეტო იერიშები უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც, მოსკოვის მტკიცებით, კიევის ხელისუფლების სამხედრო მრეწველობის ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა მდებარეობს. მაგრამ ყველა ასეთი შეტევის დროს იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
ხარკოვის რეგიონში შაბათს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განხორციელა ხარკოვის ოლქის სოფელ ბუდის რკინიგზის სადგურზე, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა 23, მათ შორის მოზარდი.