რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტრამპზე თავდასხმაზე – მჯერა, დამნაშავეები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს

კატეგორიულად ვგმობ -ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ს მკვლელობის მცდელობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს“, – აცხადებს ერდოღანი.
მისი თქმით, თურქეთი, გვერდში დაუდგება მეგობრულ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”