ზარქუა ტრამპზე თავდასხმაზე: ეს გლობალური ომის პარტიის მკაფიო გამოხატულებაა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
“აშშ-ის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან, როგორ ესხმის თავს ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის მქონე პირებს. ჯერ ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ, ჩვენს პრემიერმინისტრზე მუქარის წერილი და მუქარა, ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატზე ტყვიის გასროლა.
ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ და სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენთვის იყო მაგალითი დემოკრატიის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ მქონდეს განსხვავებულობის მიმღებლობა, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას წამიკითხავს, ვერ მივიღებ”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ