დიმიტრი პესკოვი – დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა თეთრი სახლის მიერ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში არ მიაჩნიათ, რომ ტრამპზე მკვლელობის მცდელობა -ის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.
„მაგრამ კანდიდატი ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“, – დასძინა პესკოვმა.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ