პოლიტიკური ძალადობა სავალალოა – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტრამპზე თავდასხმას გმობს

საქართველოს პრეზიდენტი ტრამპე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.
“ღრმად შოკირებული ვარ -ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს,” – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალუ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, პირი, რომელმაც პენსილვანიაში ს მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია. ესაა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გარდაიცვალა შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, კიდევ ერთმა დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება რესუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს, ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ადგილზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ყურში დაიჭრა.