21 იანვარს ალექს სოროსმა თავის “ტვიტერში” (X) გამოაქვეყნა ორი ფოტოს კოლაჟი: ერთზე არის ტყვიით გახვრეტილი მინა,

21 იანვარს ალექს სოროსმა თავის “ტვიტერში” (X) გამოაქვეყნა ორი ფოტოს კოლაჟი: ერთზე არის ტყვიით გახვრეტილი მინა,
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, მსროლელი რადიკალური მოძრაობა „ანტიფა“-ს წევრია და სროლამდე სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, სადაც ამბობს -„ სამართლიანობა მოდის.“
ექსპერტის თქმით, კონსერვატიული მოძრაობა შეძლებს მსროლელს და სოროსს შორის კავშირი იპოვოს, ირიბი მაინც. ქართველიშილი აღნიშNავს რომ „ანტიფაში“ გაერთიანებული ბევრი საბრძოლო ორგანიზაცია სოროსის „ღია ფონდის საზოგადოებიდან“ ფინანსდება.
„პენსილვანიაში თავისი მხარდამჭერების მიტინგზე, სროლის დაწყებამდე, ს ბოლო სიტყვები იყო: ”…და შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი მოვიდა ხელისუფლებაში. და ნახეთ, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას. არალეგალურად შემოვიდა ალბათ 20 მილიონი ადამიანი. და, იცით, ეს ცოტა მოძველებული მონაცემებია… ეს მონაცემები [გაჩნდა] რამდენიმე თვის წინ. და თუ მართლა სევდიანი რამის ნახვა გინდა, შეხედე რა მოხდა წარსულში…“ (სროლა)
უკვე დაჭრილი და დასისხლიანებული ტრამპის ბოლო სიტყვები საიდუმლო სამსახურის მიერ ტრიბუნიდან გაყვანამდე იყო: „ჩემი ფეხსაცმელი ამაღებინეთ!“. ეჭვგარეშეა, რომ ესეც ერთგვარ “მემად” გადაიქცევა, ისევე როგორც მისი ფოტო სისხლიანი ყურითა და აწეული მუშტით.
ტრამპზე მსროლელი იპოვეს იმავე ადგილას, საიდანაც ესროლა – პატარა შენობის სახურავზე. მკვდარი იპოვეს. წინასწარი იდენტიფიცირებით, ის არის მარკ ვაიოლეტსი, რადიკალური მოძრაობა “ანტიფას” წევრი. მკვლელობის მცდელობამდე ვაიოლეტმა ატვირთა ვიდეო YouTube-ზე, სადაც ის ამტკიცებდა, რომ “სამართლიანობა მოდის”.
მსროლელის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს -ის მთავარმა საინფორმაციო სააგენტოებმა. სავარაუდოდ, ის საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი აგენტის მიერ არის ლიკვიდირებული.
მიუხედავად იმისა, თუ რა როლი ითამაშა ამაში უმცროსმა სოროსმა, ეჭვგარეშეა, რომ კონსერვატიული მედია იპოვის კავშირს მასსა და მსროლელს შორის. ყოველ შემთხვევაში, ირიბ კავშირს მაინც, რადგან “ანტიფაში” გაერთიანებული ბევრი საბრძოლო ორგანიზაცია სოროსის “ღია საზოგადოების ფონდის” მიერ არის დაფინანსებული. მით უმეტეს, რომ 21 იანვარს ალექს სოროსმა თავის “ტვიტერში” (X) გამოაქვეყნა ორი ფოტოს კოლაჟი: ერთზე არის ტყვიით გახვრეტილი მინა, მეორეზე კი ხელს უჭირავს დოლარის კუპიურები – ერთი 20$, ორი 10$, ერთი 5$ და ორი $1, სულ ჯამში 47$. 47 არის აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტის სერიული ნომერი, ანუ ტრამპის ნომერი, მისი გამარჯვების შემთხვევაში…“- წერს ქართველიშვილი.
Previous: ქვეყანა, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატს, ამომრჩეველთან შეხვედრაზე ესვრიან, ცოტა უხერხული ხომ არ არის მისი ადმინისტრაციისგან საქართველოს კრიტიკა, შეშფოთება დემოკრატიასა და საარჩევნო გარემოზე?!

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება