FBI-იმ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. გამოძიება გრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია თავდასხმაში ეჭვმიტანილის პოლიტიკური იდეოლოგია. რეგისტრაციის მიხედვით, კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა ფედერალური კამპანიის ანგარიშებში ჩანს, რომ 2021 წლის 20 იანვარს მან 15 დოლარი პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს გადაურიცხა.
13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, ჯერჯერობით უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი. მოკლულია თავად თავდამსხმელიც.