მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადეს (VIDEO)

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ს მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ცეცხლსასროლი იარაღის განმეორებით გასროლის ხმა ისმის, რის შემდეგაც ტრამპი მიწაზე წვება და მას უსაფრთხოების სამსახურის აგენტები ფარავენ.
BREAKING: Footage from Trump rally as suspected gun shots fired pic.twitter.com/JZMHnabQiW— The Spectator Index (@spectatorindex) July 13, 2024
ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.