ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე – ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს

უკრაინის პრეზიდენტი, -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება.
„შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი უკვე უსაფრთხოდ არის და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ასევე დაგაინტერესებთ