ვინ ესროლა ტრამპს – დამნაშავე განეიტრალებულია

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც -ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია, როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი.
“FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიიდან, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის ს მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს, პენსილვანიაში… ეს რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ მისამართზე (FBI.gov/butler), ან დარეკოს FBI-ში (1-800-CALL-FBI),” – განუცხადა FBI-იმ Fox News Digital-ს.
პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია,- ინფორმაციას ოფიციალური პირები ადასტურებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გარდაიცვალა შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, კიდევ ერთმა დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება რესუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს, ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ადგილზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ყურში დაიჭრა.