აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მომხდარი სროლის შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენი ასევე ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროს და ბატლერის მერს, ბობ დენდოის.
„დღეს, პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ბრიფინგს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან“, – ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. შეიარაღებული პირი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.