დონალდ ტრამპს სიტყვით გამოსვლისას ესროლეს

დონალდ ტრამპი ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როცა გაურკვეველი მიმართულებიდან სროლის ხმა გაისმა და ტრამპი დაცვის გარემოცვაში აღმოჩნდა. ის ჯერ ძირს დაეცა, მერე წამოდგა და ჰაერში შემართული მუშტით გამოხატა განრისხება. ახლო კადრში კარგად ჩანს ჭრილობა ყურის არეში და სისხლი ლოყაზე. ტრამპი დაცვამ გაიყვანა.
მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება

ასევე დაგაინტერესებთ