ისრაელის მორიგ იერიშს ღაზაში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზაში მორიგი ავიაიერიში მიიტანა, რასაც, ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 71 ადამიანი ემსხვერპლა, 289 კი დაშავდა. დაჭრილთა უმრავლესობას ჭრილობები ბომბების ნამსხვრევებით აქვს მიყენებული, მათი ნაწილი კი ქალი და ბავშვია.
თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქალაქ ალ-მავასში განხორციელებული დარტყმის სამიზნე იყო ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მთავარი დამგეგმავი მოჰამედ დეიფი.
როგორც BBC წერს, ადგილი, რომელიც დაიბომბა, ისრაელს ჰუმანიტარულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული და პალესტინელებს თავის იქ შეფარებისკენ მოუწოდებდა.
ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლების თქმით, დაიბომბა „ღია სივრცე“, სადაც „მოქალაქეები არ იყვნენ“, მათი სამიზნე კი მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის სამხედრო ლიდერი იყო.
თავის მხრივ, ჰამასი სიცრუეს უწოდებს ისრაელის აღნიშნულ ცნობას და მიუთითებს მსხვერპლის დიდ რაოდენობაზე მშვიდობიან მოსახლეობაში.
BBC ციტირებს ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმს, რომელმაც მომხდარს, „ყველაზე შავ დღეებს შორის ერთ-ერთი“ უწოდა. ექიმისვე ცნობით, კლინიკაში შეყვანილთა უმრავლესობა გარდაცვლილი იყო და მათ ჰქონდათ მძიმე დაზიანებები. შეზღუდული რესურსების პირობებში ღაზაში მხოლოდ რამდენიმე ერთეული საავადმყოფოა დარჩენილი, რომლებიც ვერ აუდიან პაციენტების ნაკადს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!