კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ყველაფერი აქვს – უამრავი მედიაპლატფორმა, საერთაშორისო მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ყველაფერი აქვს – უამრავი მედიაპლატფორმა, საერთაშორისო მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება
მულტიმილიონერებს კეზერაშვილის თამადობით, რომლებიც იმ მხარეს დგანან, ყველაფერი აქვთ, – უამრავი მედიაპლატფორმა, საერთაშორისო მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმ პარტიას აირჩევს, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე ატარებს.
„60, ან მეტი პროცენტი მიიჩნევს, რომ საფრთხე რეალურია. ვინც ამას არ მიიჩნევს, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მხარს უჭერენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. მულტიმილიონერები კეზერაშვილის თამადობით, იმ მხარეს დგანან, საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვთ, უამრავი მედიაპლატფორმა აქვთ და ხელს არავინ უშლით, ქუჩაში არავინ დასდევს მათ, ყველა შესაძლებლობა და ბერკეტი აქვთ, მაგრამ წარსული არ უვარგათ. მათ ყველაფერი აქვთ იმ პასუხისმგებლობის გარდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება. მისწრაფება კი აქვთ მართვის ბერკეტებისკენ. არჩევანი იქნება იმ მხარეს, რომელიც [ქვეყანას] სწორ გზაზე ატარებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში